სს „ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს იორის კასკადის ელ.მონტიორის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე.
ამოცანები და მოვალეობები:
- ელ.დანადგარების და მოწყობილობების სარელეო დაცვისა და ავტომატიკის მუშაობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ელექტროტექნიკური საამქროს უფროსს ან ელექტროტექნიკური ლაბორატორიის ინჟინერს, სათანადო ზომების მისაღებად.
- ელექტრო დანადგარ–მოწყობილობებში მუშაობის დროს დაიცვას უსაფრთხოების ტექნიკის, სახანძრო უსაფრთხოების და ტექნიკური ექსპლუატაციის წესები.
- ასრულებს ინჟინერ–ენერგეტიკოსის დავალებებს ელექტროტექნიკური მოწყობილობების მიმდინარე ექსპლუატაციაზე, შეკეთების და ასევე ავარიული სიტუაციის არსებობის შემთხვევაში მისი აღმოფხვრის დროს.
საჭირო კვალიფიკაცია:
- საშუალო ტექნიკური განათლება (ელექტრული)
- სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება.
- სასურველია რუსული ენის ცოდნა.
- გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი.
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე და შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: nino.pridonashvili@energo-pro.ge ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს `ენერგო-პრო ჯორჯია”-ს მისამართზე: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა #1, 2011 წლის 18 ნოემბრის 18 საათამდე
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.