სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო.
ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 10 საშუალო ზომის ჰიდრიელექტროსადგურს.
კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70% ზე მეტს მოიცავს. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს 860 000 აბონენტს. იგი ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას.
სს `ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს ბუღალტრის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე.
საჭირო კვალიფიკაცია:
- უმაღლესი ფინანსური განათლება
- ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება
- სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და ORIS-ის მაღალ დონეზე ცოდნა
- დეტალებისადმი ყურადღებიანი
- გუნდური მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს 2011 წლის 5 აგვისტოს 18:00–მდე შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს “ენერგო-პრო ჯორჯია”-ში შემდეგ მისამართზე: სათაო ოფისი, თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა №1
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობის დასახელება – „Accountant“. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.