სს "ენერგო-პრო ჯორჯია" არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის "ენერგო-პრო ეი-ეს" სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო. "ენერგო-პრო ჯორჯია" საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. "ენერგო-პრო ჯორჯია" ფლობს და ამუშავებს 10 საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურს. კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70%-ზე მეტს მოიცავს. "ენერგო-პრო ჯორჯია" ელ. ენერგიით ამარაგებს 860 000 აბონენტს. იგი ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას.
სს "ენერგო-პრო ჯორჯია" აცხადებს კონკურსს ბიუჯეტის დაგეგმარებისა და ანგარიშგების განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
უფროს სპეციალისტს ევალება განყოფილების უფროსთან ერთად მიიღოს მონაწილეობა და განახორციელოს შემდეგი დავალებები:
- მონაწილეობა მიიღოს კომპანიის სტრატეგიული ბიზნეს-გეგმის შემუშავებაში;
- სტრატეგიულ ბიზნეს-გეგმაზე დაყრდნობით შეიმუშაოს კომპანიის გრძელვადიანი ფინანსური პროგნოზის, კაპიტალური დაბანდებების და შესყიდვების გეგმები, მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები და დასკვნები;
- გრძელვადიან ფინანსურ პროგნოზზე, შემოსავლების პროგნოზზე, სხვა განყოფილებებიდან და ფილიალებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიმუშაოს კომპანიის მოკლევადიანი ბიუჯეტი;
- აკონტროლოს ბიზნეს-გეგმის და ბიუჯეტის შესრულება; განახორციელოს გადახრების ანალიზი;
- შეიმუშაოს საჭირო რეკომენდაციები დამტკიცებული ბიზნეს-გეგმის და ბიუჯეტის პარამეტრების კორექტირებისთვის;
- შეიმუშაოს ხარჯების ოპტიმიზაციისთვის აუცილებელი პროცედურები; მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები და დასკვნები;
- მოამზადოს საინვესტიციო და სხვა პროექტების ფინანსური და ეკონომიკური ანალიზი; შეიმუშაოს შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები;
- გააანალიზოს და შეაფასოს მუშაობის ეფექტურობის, შემოსავლების, ხარჯების, შესყიდვების, სამუშაო კაპიტალის შესახებ ინფორმაცია; მოამზადოს შესაბამისის დასკვნები და რეკომენდაციები;
- ბუღალტერიის, შიდა კონტროლის და ხაზინის განყოფილებებთან ერთად შეიმუშაოს და დანერგოს სათანადო მენეჯერული აღრიცხვის მოდელი; შეიმუშაოს შესაბამისი ინსტრუქციები, მეთოდოლოდია, აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმები, ფინანსური და ეკონომიკური რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები;
- მოამზადოს მონაცემები/ანგარიშები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის (სატარიფო გაანცხადი, პერიოდული ანგარიშგება და ა.შ.), ასევე სხვა სახელმწიფო სტრუქტურებისთვისაც;
- მოამზადოს ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგება;
- მონაწილეობა მიიღოს კომპანიის წლიური საფინანსო შედეგების ანგარიშების შედგენის და აუდიტის პროცესში;
- განახორციელოს სხვა საჭირო უფლებამოსილებები დაკისრებული დავალებების ეფექტური შესრულებისათვის.
საჭირო კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში (სასურველია მაგისტრის ხარისხი; ACCA-ს სერთიფიკატი ფინანსურ/ბუღალტრულ აღრიცხვაში)
- შესაბამის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- კომუნიკაბელურობა; ანალიტიკური აზროვნების, გუნდური მუშაობის, დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (სასურველია საბუღალტრო პროგრამის (Oris) ცოდნაც).
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, 2011 წლის 9 დეკემბრამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე და თანდართული შევსებული განაცხადის ფორმა (იხილეთ დანართი) ელექტრონულ ფოსტაზე: ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ში, შემდეგ მისამართზე: სათაო ოფისი, თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა 1. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.