საიტზე დევს 278 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შ.პ.ს.   შ.პ.ს.  'პროსერვისი'  პროფკურორტი  შირნჰოფერი  ქეა  ალგანი 
გუდვილი  შ.პ.ს დიზაინ სითი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  ბანკი რესპუბლიკა  DMG WEST LINES  შპს.   WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი 
აიელსი  საქართველოს უნივერსიტეტი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი საგანმანათლებლო ცენტრი   თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   Oxford House  კავკასიის უნივერსიტეტი  
One World   გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  P/T/G  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ინგლისური ენის სახლი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ბიდისი აკადემია  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

ბიუჯეტის დაგეგმარებისა და ანგარიშგების უმცროსი სპეციალისტი

   კომპანია:

ენერგო-პრო ჯორჯია

   განთავსებულია:  1 დეკ. 2011
   ბოლო ვადა:  9 დეკ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  vacancy@energo-pro.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

ფინანსები

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

სს "ენერგო-პრო ჯორჯია" არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის "ენერგო-პრო ეი-ეს" სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო. "ენერგო-პრო ჯორჯია" საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. "ენერგო-პრო ჯორჯია" ფლობს და ამუშავებს 10 საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურს. კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70%-ზე მეტს მოიცავს. "ენერგო-პრო ჯორჯია" ელ. ენერგიით ამარაგებს 860 000 აბონენტს. იგი ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას.

სს "ენერგო-პრო ჯორჯია" აცხადებს კონკურსს ბიუჯეტის დაგეგმარებისა და ანგარიშგების განყოფილების უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

უმცროს სპეციალისტს ევალება განყოფილების უფროსისა და უფროსი სპეციალისტის ზედამხედველობის ქვეშ განახორციელოს შემდეგი დავალებები:

- მიიღოს მონაწილეობა ბიუჯეტის შესრულების გაკონტროლებაში და განახორციელოს გადახრების ანალიზი;
- მიიღოს მონაწილეობა შემოსავლების, ხარჯების, შესყიდვების, სამუშაო კაპიტალის მაჩვენებლების შეფასებაში და მოამზადოს შესაბამისი ანალიზი;
- მიიღოს მონაწილეობა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის (სატარიფო განაცხადი, პერიოდული ანგარიშგება და ა.შ.), სხვა სახელმწიფო სტრუქტურებისათვის ანგარიშების მომზადებაში;
- მიიღოს მონაწილეობა ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში;
- მიიღოს მონაწილეობა კომპანიის წლიური საფინანსო შედეგების ანგარიშების შედგენის და აუდიტის პროცესში;
- განახორციელოს სხვა საჭირო უფლებამოსილებები დაკისრებული დავალებების ეფექტური შესრულებისათვის.

საჭირო კვალიფიკაცია:

- უმაღლესო განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში (სასურველია ACCA-ს სერთიფიკატი ფინანსურ/ბუღალტრულ აღრიცხვაში);
- სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- კომუნიკაბელურობა; ანალიტიკური აზროვნების, გუნდური მუშაობის, დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (სასურველია ბუღალტრული პროგრამის (Oris) ცოდნაც).

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, 2011 წლის 9 დეკემბრამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე და თანდართული შევსებული განაცხადის ფორმა (იხილეთ დანართი) ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ში, შემდეგ მისამართზე: სათაო ოფისი, თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა 1. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.

მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige