სს "ენერგო-პრო ჯორჯია" აცხადებს კონკურსს ზუგდიდის მომსახურების ცენტრის აბონენტებთან ურთიერთობის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე.
სამუშაო ადგილი: ზუგდიდი.
მოვალეობები:
-ინფორმაციული მომსახურების გაწევა როგორც მომხმარებლების, ასევე კომპანიის სამსახურებისთვის
-მომხმარებლებისთვის კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება კომპანიის საქმიანობისა და ელექტროენერგიის მიწოდებისა და განაწილების შესახებ
-უფლებამოსილების ფარგლებში მომხმარებლების დახმარება კომპანიის მიმართებაში არსებული პრობლემების გადაწყვეტაში
-არსებული, მიღებული და გადაცემული ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით, პერიოდულად ფილიალის სამსახურებისა და მომსახურების ცენტრების მიერ პრობლემების გადაწყვეტის შესრულებისა და სამუშაოების მიმდინარეობის გადამოწმება
-ყოველკვირეული ანგარიშების მომზადება შესრულებული სამუშაოს შესახებ.
საჭირო კვალიფიკაცია:
-უმაღლესი განათლება
-მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია შესაბამის სფეროში)
-რუსული ენის ფლობა;
-კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
-გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი
-კომუნიკაბელურობა
-წერისა და ანგარიშგების უნარი.
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ 2012 წლის 26 იანვრის 18 საათამდე გამოაგზავნონ შევსებული განაცხადის ფორმა (იხილეთ დანართი) და რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს შემდეგ მისამართებზე:
სათაო ოფისი: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა 1
დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალი: სენაკი, წმინდა ნინოს ქ. 15
გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს - "Customer Relations Junior Specialist - Zugdidi". წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.