საიტზე დევს 278 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
თეგეტა მოტორსი  შპს.   WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  ქეა  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  DMG WEST LINES 
გუდვილი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შირნჰოფერი  ალგანი  პროფკურორტი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  ბანკი რესპუბლიკა 
თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   P/T/G  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  საქართველოს უნივერსიტეტი  ბიდისი აკადემია  კავკასიის უნივერსიტეტი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი კავკასიის აკადემიური ცენტრი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ინგლისური ენის სახლი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  
One World   ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  აიელსი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  საგანმანათლებლო ცენტრი  
   ვაკანსია:

HR სპეციალისტის დამხმარე

   კომპანია:

ენერგო-პრო ჯორჯია

   განთავსებულია:  22 ივნ. 2011
   ბოლო ვადა:  7 ივლ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  vacancy@energo-pro.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

ადამიანური რესურსები/დასაქმება

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო.

ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 10 საშუალო ზომის ჰიდრიელექტროსადგურს.

კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70% ზე მეტს მოიცავს. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს 860 000 აბონენტს. იგი ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას.

სს ''ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს ადამიანური  რესურსების  განყოფილების დამხმარე სპეციალისტის თანამდებობაზე ტექნიკურ და სამართლებრივ საკითხებში, სრულ საშტატო ერთეულზე.

მოვალეობები:

- კომპანიის ადამიანური რესურსების განყოფილების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, კონსულტაციების გაწევა და ექსპერტიზა;
- ინსტრუქციების, დებულებების, ხელშეკრულების ნიმუშების შემუშავება,  სამართლებრივი ფორმის მიცემა და რევიზირება;
- პერსონალის  ატესტაციისა და  კვალიფიკაციის შეფასების პროცესში შემუშავებული საგამოცდო     ტესტების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
- საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების რეგულარულად მიმოხილვა და ინფორმაციის დროული მიწოდება ადამიანური რესურსების განყოფილებაში;
- პერსონალის ხელფასების დაანგარიშება,  განყოფილების ყოველწლიური ბიუჯეტის განსაზღვრა და ყოველთვიური/კვარტალური/წლიური  ფინანსური ანგარიშგებების  მომზადება  და ანალიზი;
- პერსონალის ფინანსური და ადმინისტრაციული მოძრაობის კუთხით დეტალური მაჩვენებლების ანალიზი;
- ადამიანური რესურსების მართვის პროგრამული სისტემის მხარდაჭერა/ მოდიფიკაცია/განახლება, ეფექტურად მუშაობის  უზრუნველყოფა, ინფორმაციული ბაზების შექმნა,მისი ანალიზი და მოქნილი რეპოტინგით უზრუნველყოფა

საჭირო კვალიფიკაცია:

- უმაღლესი განათლება: აუცილებელი ერთ–ერთი (ეკონომიური, იურიდიული, ბიზნეს ადმინისტრირება, ფინანსები); დამატებით სასურველი – (ინფორმაციული ტექნოლოგიები);
- იურიდიულ ტექსტებზე მუშაობის, დოკუმენტების შედგენისა და კორექტირების უნარი;
- ფინანსებისა და ბუღალტერიის პრინციპების ცოდნა;
- პროგრამული სისტემის მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- რეპორტებისა და პრეზენტაციების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
- ანალიტიკური, ლოგიკური, დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი.

 პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს 2011 წლის 7 ივლისამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე და შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს “ენერგო-პრო ჯორჯია”-ში შემდეგ მისამართზე: სათაო ოფისი, თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა 1

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს.  წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige