სს "ენერგო-პრო ჯორჯია" აცხადებს კონკურსს ჰიდრო-ენერგო დეპარტამენტის ჰიდროტექნიკური ნაგებობების მონიტორინგის ქვეგანყოფილების უფროსის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
ამოცანები და მოვალეობები:
-კომპანიის ჰიდროელექტროსადგურების მფლობელობაში მყოფი ჰიდროტექნიკური ნაგებობების მდგომარეობის შემოწმება; გაზომვების მიმდინარეობის კონტროლი; მათი შედეგების მონაცემთა ბაზის შექმნა.
-კომპანიის ჰიდროელექტროსადგურების მფლობელობაში მყოფი ჰიდროტექნიკური ნაგებობების ოპტიმალურ რეჟიმში ექსპლუატაციის კონტროლი; ნაგებობების ექსპლუატაციის მკაცრი კონტროლი ინსტრუქციების და წესების დაცვით
-გაზომვების შედეგებიდან გამომდინარე საჭირო გაანგარიშებების ჩატარება და დასკვნების გამოტანა; პროფილაქტიკური გაზომვების გრაფიკების მკაცრი დაცვა
-მონაწილების მიღება ჰიდროტექნიკური ნაგებობების ექსპლუატაციის, პერსონალის მუშაობის ნორმალური პირობების შექმნის ღონისძიებათა შემუშავებაში.
საჭირო კვალიფიკაცია:
-უმაღლესი ტექნიკური განათლება (ჰიდრო-ტექნიკური ნაგებობები)
-შესაბამისი პროფილით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება
-ტექნიკურ ნახაზებთან მუშაობის უნარი
-ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა
-საოფისე პროგრამების ცოდნა
-გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი.
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე და შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს მისამართზე: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა 1, 2012 წლის 20 იანვრის 18 საათამდე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.