სს "ენერგო-პრო ჯორჯია" აცხადებს კონკურსს ჰიდრო-ენერგო დეპარტამენტში, ჰიდრავლიკის სპეციალისტის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე.
ამოცანები და მოვალეობები:
-პასუხისმგებელია ჰიდრო-ავტომატური სისტემების ჰიდრავლიკურ გაზომვებსა და დიაგნოსტიკაზე
-ატარებს ტესტირებას და ამზადებს რეპორტს შედეგების შესახებ
-ახორციელებს ტექნიკურ ზედამხედველობას ჰიდრო-მექანიკური ხელსაწყოების მდგომარეობასა და რემონტზე.
საჭირო კვალიფიკაცია:
-უმაღლესი ტექნიკური განათლება (ჰიდრავლიკა, ჰიდრო ტურბინები)
-საზომ აპარატებთან და ჰიდრო-ტურბინებთან მუშაობის უნარი
-ჰიდრავლიკური მოწყობილობების და სისტემების ძალიან კარგი ცოდნა
-სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
-ინგლისური ან რუსული ენების სრულყოფილად ფლობა
-საოფისე პროგრამების ცოდნა
-გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი.
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე და შევსებული განაცხადის ფორმა (იხილეთ დანართი) ელექტრონულ ფოსტაზე: ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს მისამართზე: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა 1, 2012 წლის 20 იანვრის 18:00 საათამდე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიციურ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.