სს ''ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს ხარატის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე ქ.ქუთაისში.
თანამდებობის დასახელება: ჰიდრო–ენერგო დეპარტამენტის ხარატი
ამოცანები და მოვალეობები:
- ერკვეოდეს საშუალო სირთულის ნახაზებში.
- იცოდეს ნახაზზე არსებული კონსტრუქციული ზომების, ტექნიკური მოთხოვნების, კითხვა და მათი ანალიზი.
- სწორად ირჩევდეს დეტალის ჩარხზე დამუშავებისთვის საჭირო დასაყენებელ ბაზებს.
- იცოდეს მის დაქვემდებარებში არსებული ჩარხის ტექნიკური მახასიათებლები; საზღვრავდეს ჩარხის შესაძლებლობებს;
- ირჩევდეს ჩარხის მუშაობის ოპტიმალურ რეჟიმებს.
- ერკვეოდეს მექანიკური დამუშავებისთვის საჭირო იარაღების ტიპებში.
- შეეძლოს საშუალო სირთულის დეტალის დამუშავებისთვის დამოუკიდებლად ტექნოლოგიური თანმიმდევრობის დადგენა.
- ერკვეოდეს ნახაზებზე არსებულ სისუფთავის კლასებში.
- იცოდეს და იყენებდეს საჭირო მზომ იარაღებს (შტანგელი, მიკრომეტრი, კუთხმზომი და ა.შ.)
- შეძლოს საშუალო სირთულის დეტალების გაზომვა და სამუშაო ესკიზების შედგენა.
- მექანიკური დამუშავების დროს გამოვლენილი წუნის შემთხვევაში შეძლოს შეცდომის გაანალიზება და წუნის გამოსწორების გზების მონახვა.
საჭირო კვალიფიკაცია:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება
- სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
- სასურველია რუსული ენის ფლობა
- გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე და შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს `ენერგო-პრო ჯორჯია”-ს მისამართზე: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა #1, 2011 წლის 20 ივლისის 18 საათამდე
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.