სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო.
ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 10 საშუალო ზომის ჰიდრიელექტროსადგურს.
კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70% ზე მეტს მოიცავს. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს 860 000 აბონენტს. იგი ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას.
სს „ენერგო - პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს ქვესადგურის მორიგის
სტაჟირებაზე ხობში .
ამოცანები და მოვალეობები:
- ქვესადგურის ელ. დანადგარების პერიოდული დათვალიერება, გადართვების წარმოება.ოპერატიული ინფომაციების შეგროვება და გადაცემა; უსაფრთხოების წესების დაცვა
საჭირო კვალიფიკაცია:
- საშუალო ტექნიკური განათლება (სასურველია უმაღლესი ენერგეტიკული)
სხვა მოთხოვნები:
- კომუნიკაბელურობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- მაღალი მოტივაცია
- გუნდური მუშაობის უნარი
- საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მასშტაბით გამგზავრება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს 2011 წლის 30 ივნისამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე და შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს „ენერგო-პრო ჯორჯია”-ში შემდეგ მისამართზე: თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა №1
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.