სს „ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს ფოთის მომსახურეობის ცენტრის აბონენტებთან ურთიერთობის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე.
მოვალეობები:
- ინფორმაციული მომსახურების გაწევა როგორც მომხმარებლების, ასევე კომპანიის სამსახურებისთვის
- მომხმარებლებისთვის კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება კომპანიის საქმიანობისა და ელექტროენერგიის მიწოდებისა და განაწილების შესახებ
- უფლებამოსილების ფარგლებში მომხმარებლების დახმარება კომპანიის მიმართებაში არსებული პრობლემების გადაწყვეტაში
- არსებული, მიღებული და გადაცემული ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით პერიოდულად ფილიალის სამსახურებისა და მომსახურების ცენტრების მიერ პრობლემების გადაწყვეტის შესრულებისა და სამუშაოების მიმდინარეობის გადამოწმება
- ყოველკვირეული ანგარიშების მომზადება შესრულებული სამუშაოს შესახებ
საჭირო კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია შესაბამის სფეროში)
- რუსული ენის ფლობა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
- გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი
- კომუნიკაბელურობა
- წერისა და ანგარიშგების უნარი
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ მხოლოდ შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს „ენერგო-პრო ჯორჯია”-ს მისამართზე: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა #1, 2011 წლის 30 სექტემბრის 18 საათამდე.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს “Customer Relations Junior Specialist – Poti”, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.