სს "ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს ორთაჭალა ჰესის ტურბინის ოპერატორის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორთაჭალა ჰესი
ამოცანები და მოვალეობები:
-უზრუნველყოს ჰესის მექანიკური დანადგარების და ნაგებობების ნორმალური ექსპლოატაცია.ტექნიკური ექსპლოატაციის, უსაფრთხოების ტექნიკის წესების, დირექტიული დოკუმენტების და მოქმედი საწარმოო ინსტრუქციების მოთხოვნათა შესაბამისად მიაღწიოს მოწყობილობების გამართულ, იმედიან და ეკონომიურ მუშაობას
-თავისი მორიგეობის დროს თვალყური ადევნოს და დაიცვას სისუფთავე მის სამუშაო უბანზე, კერძოდ: იქონიოს აგრეგატი სუფთა მდგომარეობაში, არ დაუშვას ზეთების გაჟონვა, მოახდინოს მექანიზმის დაზეთვა
-დანადგარ-მოწყობილობების მუშაობაში დეფექტებისა და მასალების ხარჯების წარმოქმნის დროს გაატაროს საჭირო ღონისძიებების მათ აღსაკვეთად
-ცვლის მიღების დროს ყველა შენიშვნებზე, მოწყობილობების დეფექტებზე, ინვენტარის დოკუმენტაციის არარსებობაზე აკეთებს ჩანაწერს მორიგეობის ჟურნალში და შემდეგ აწერს ხელს მორიგეობის ჩაბარებაზე
საჭირო კვალიფიკაცია:
-უმაღლესი ტექნიკური განათლება (მექანიკური) წყლის ტურბინები და დამხმარე მოწყობილობები
-სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
-გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე და შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: .ge ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს `ენერგო-პრო ჯორჯია”-ს მისამართზე: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა #1, 2012 წლის 10 იანვრის 18 საათამდე
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.