სს''ენერგო-პრო ჯორჯია” ქვემო ქართლის ფილიალი აცხადებს კონკურსს წალკის მომსახურების ცენტრის ტექნიკოს-ელექტრიკოსის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე წალკაში.
მოვალეობა-ვალდებულებანი:
- ინდივიდუალური აბონენტების ჩართვა-გამორთვის დროული წარმოება;
- მრიცხველების ჩვენებების წაკითხვის წარმოება დადგენილ ვადებში;
- წრედის გაუმართაობის, ავარიული მდგომარების, ელექტროენერგიის დატაცების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება, დარღვევის აქტის გაფორმება;
- მრიცხველების და აღრიცხვის კვანძების შემოწმება დამტკიცებული გრაფიკით;
- აბონენტებისათვის ქვითრების მიწოდება დადგენილ ვადებში.
საჭირო კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება
- შესაბამის სფეროში მუშაობისა და შესაბამის სფეროში გავლილი სტაჟირება ჩაითვლება უპირატესობად
- გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი
- საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით გამგზავრება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე და შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე:ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს `ენერგო-პრო ჯორჯია”-ს მისამართზე: ქ. რუსთავი, რუსთაველის ქუჩა №20, 2011 წლის 24 ივნისის 18 საათამდე
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.