თანამდებობის დასახელება: ზუგდიდის მომსახურების ცენტრის ტექნიკოს-ელექტრიკოსი
კომპანია: სს `ენერგო-პრო ჯორჯია” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31 მაისი, 2011 წელი
სს ''ენერგო-პრო ჯორჯია” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალი აცხადებს კონკურსს ზუგდიდის მომსახურების ცენტრის ტექნიკოს-ელექტრიკოსის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე ზუგდიდში.
მიზანი:
- მასზედ გაპიროვნებული 10/6/0,4 კვ ძაბვის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ექსპლუატაცია და რემონტი.
- აბონენტების მრიცხველების მუშაობის შემოწმება, მოხმარებულ ელექტროენერგიაზე დარიცხული თანხის ამოღებაზე მუშაობა, კარგვის მინიმუმამდე დაყვანა.
მოვალეობა-ვალდებულებანი:
- საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოები წარმოება არსებული წესებისა და სტანდარტების მიხედვით;
- აღმოჩენილ დარღვევების/ხარვეზების, უსაფრთხოების ტექნიკისა და ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დარღვევის შესახებ ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- ავარიის ლიკვიდაციაში მონაწილეობის მიღება;
- რიგ შემთხვევებში, მასზედ გაპიროვნებულ სატრანსფორმატორო პუნქტებში, საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემ ხაზებზე გეგმიური ან ავარიული შესასრულებელი სამუშაოს დროს, განწესით ან განკარგულებით, სამუშაო ადგილის მომამზადებელი პირის, დამშვების, სამუშაოს მწარმოებლის ან მეთვალყურეს ფუნქციების შესრულება;
- ინდივიდუალური აბონენტების ჩართვა-გამორთვის დროული წარმოება;
- მრიცხველების ჩვენებების წარმოება დადგენილ ვადებში;
- წრედის გაუმართაობის, ავარიული მდგომარების, ელექტროენერგიის დატაცების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება, დარღვევის აქტის გაფორმება;
- მრიცხველების და აღრიცხვის კვანძების შემოწმება დამტკიცებული გრაფიკით;
- აბონენტებისათვის ქვითრების მიწოდება დადგენილ ვადებში.
პასუხისმგებლობა:
- თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული მოვალეობების, ტექნიკური ექსპლუატაციის, უსაფრთხოების ტექნიკის და სახანძრო უსაფრთხოების წესების, შრომის დაცვის ინსტრუქციების, ხელმძღვანელობის ბრძანებების, მითითებებისა და განკარულებების დროულ შესრულებაზე;
- თავის უბანზე მიღებული და დარიცხული ელექტროენერგიის ბალანსის კონტროლზე;
- მრიცხველების ჩვენებების აღების სისწორეზე;
- თავის უბანზე უკანონოთ მიერთებული მომხმარებლების კონტროლზე, ელექტროენერგიის დატაცების შემთხვევების გამოვლენაზე.
მოთხოვნები:
- სპეციალობით მუშაობის 1 წლის გამოცდილება
- უსაფრთხოების III-IV საკვალიფიკაციო ჯგუფი
- კომუნიკაბელურობა
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ შევსებული განაცხადი ელექტრონულ მისამართზე , ან შემოიტანონ განაცხადის ფორმა სს `ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ ფილიალში, მისამართზე: სენაკი, წმინდა ნინოს ქუჩა #15 არაუგვიანეს 2011 წლის 31 მაისის 17:00 საათისა. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა. მოხდება მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან დაკავშირება.