სს ''ენერგო-პრო ჯორჯია” დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალი აცხადებს კონკურსს ზესტაფონის მომსახურების ცენტრის ტექნიკოს-ელექტრიკოსის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე ზესტაფონში.
მიზანი:
- აბონენტების მრიცხველების მუშაობის შემოწმება, მოხმარებულ ელექტროენერგიაზე დარიცხული თანხის ამოღებაზე მუშაობა, კარგვის მინიმუმამდე დაყვანა;
- აბონენტებზე ბილინგის განყოფილების მიერ შედგენილი ქვითრების მიწოდება;
- აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის სწორად აღრიცხვა.
მოვალეობა-ვალდებულებანი:
- ინდივიდუალური აბონენტების ჩართვა-გამორთვის დროული წარმოება;
- მრიცხველების ჩვენებების წაკითხვის წარმოება დადგენილ ვადებში;
- წრედის გაუმართაობის, ავარიული მდგომარების, ელექტროენერგიის დატაცებისშემთხვევაში შესაბამისი რეაგირება, დარღვევის აქტის გაფორმება;
- მრიცხველების და აღრიცხვის კვანძების შემოწმება დამტკიცებული გრაფიკით;
- აბონენტებისათვის ქვითრების მიწოდება დადგენილ ვადებში.
პასუხისმგებლობა:
- თავის უბანზე მიღებული და დარიცხული ელექტროენერგიის ბალანსის კონტროლზე;
- მრიცხველების ჩვენებების აღების სისწორეზე;
- თავის უბანზე უკანონოთ მიერთებული მომხმარებლების კონტროლზე, ელექტროენერგიის დატაცების გამოვლენაზე;
- თვიური გეგმის შესრულებაზე;
- ფილიალში არსებული პროცედურებისა და წესების განუხრელად შესრულებაზე;
მოთხოვნები:
- უსაფრთხოების III საკვალიფიკაციო ჯგუფი
- კომუნიკაბელურობა
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ შევსებული განაცხადი ელექტრონულ მისამართზე , ან შემოიტანონ განაცხადის ფორმა სს `ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ფილიალში, მისამართზე: ქუთაისი ნიკეას მე-3 ჩ №4 არაუგვიანეს 2011 წლის 2 ივნისის 17:00 საათისა. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა. მოხდება მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან დაკავშირება.