სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო.
ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 10 საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურს.
კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70% ზე მეტს მოიცავს. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს 860 000 აბონენტს. იგი ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს საწყობის მუშის თანამდებობაზე, 2 სრულ საშტატო ერთეულზე.
მოვალეობები:
-საწყობში შემოსული მასალების ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოტვირთვა და საწყობის ტერიტორიაზე განთავსება
-საწყობიდან გასული მასალების ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა
-საჭიროების შემთხვევაში საწყობში არსებული საქონლის გადატანა, ადგილმდებარეობის შეცვლა და ა.შ.
-კომპეტენციის ფარგლებში საწყობის უფროსის მითითებებისა და დავალებების, ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს 2012 წლის 10 იანვრამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე და თანდართული შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს “ენერგო-პრო ჯორჯია”-ში შემდეგ მისამართზე: სათაო ოფისი, თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა 1
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.