სს "ენერგო-პრო ჯორჯია" არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის "ენერგო-პრო ეი-ეს" სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო. "ენერგო-პრო ჯორჯია" საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ.ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. "ენერგო-პრო ჯორჯია" ფლობს და ამუშავებს 10 საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურს. კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70%-ზე მეტს მოიცავს. "ენერგო-პრო ჯორჯია" ელ.ენერგიით ამარაგებს 860 000 აბონენტს. იგი ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას.
სს "ენერგო-პრო ჯორჯია" აცხადებს კონკურსს მაღალი ძაბვის ექსპლუატაციის სამსახურის სარელეო დაცვის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
ამოცანები და მოვალეობები:
110/35 კვ ქვესადგურების, ჰიდრო და თბოსადგურების ელექტროდანადგარების (ძალოვანი ტრანსფორმატორების, ელ.გადამცემი ხაზების, გენერატორების), სარელეო დაცვის როგორც ძველი, აგრეთვე, თანამედროვე - ციფრული აპარატურის პერიოდული შემოწმება; სარელეო დაცვის ახალი ტექნიკის ათვისება და დანერგვა; ტექნიკური დოკუმენტაციის (პროექტების, ოქმების, სქემების) დამუშავება და წარმოება.
საჭირო კვალიფიკაცია:
-უმაღლესი ენერგეტიკული განათლება
-სარელეო დაცვის აპარატურასთან მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება; (სასურველია ახალი ციფრული სარელეო დაცვის აპარატურის ცოდნა)
-კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office - სავალდებულო, Visio - სასურველი)
-უცხო ენის ცოდნა (რუსული - სავალდებულო, ინგლისური - სასურველი).
სხვა მოთხოვნები:
-დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
-კომუნიკაბელურობა
-ჯგუფთან მუშაობის უნარი
-სამუშაოს სწორად დაგეგმვა-ორგანიზება.
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, 2012 წლის 20 თებერვლამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე და თანდართული შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა 1. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიციურ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.