საიტზე დევს 278 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
შირნჰოფერი  გუდვილი  პროფკურორტი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  ალგანი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  ქეა 
WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს დიზაინ სითი  ბანკი რესპუბლიკა  თეგეტა მოტორსი  DMG WEST LINES  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს.  
კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  Oxford House  კავკასიის უნივერსიტეტი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  აიელსი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   
ბიდისი აკადემია  ინგლისური ენის სახლი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   P/T/G  One World   გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების უფროსი

   კომპანია:

ენერგო-პრო ჯორჯია

   განთავსებულია:  5 ივლ. 2011
   ბოლო ვადა:  20 ივლ. 2011
   მდებარეობა:  ბათუმი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  vacancy@energo-pro.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

ინფორმაციული ტექნოლოგიები

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო.

ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 10 საშუალო ზომის ჰიდრიელექტროსადგურს.

კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70% ზე მეტს მოიცავს. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს 860 000 აბონენტს. იგი ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას.

სს'' ენერგო-პრო ჯორჯიას” აჭარის ფილიალი აცხადებს კონკურსს საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე.
სამუშაო ადგილი:  ბათუმი

მოვალეობები:  

- კომპიუტერული ქსელისა და კომპიუტერული ტექნიკის კონტროლი, ტექნიკური პრობლემების გამოვლინება/გამოსწორება;
- ლოკალური ქსელის მართვა, კონფიგურირება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- ვირტუალური ქსელური კავშირების მოწყობა და მართვა;
- კომპიუტერული ტექნიკის ინვენტარიზაცია;
- ბილინგის სისტემის ახალი ვერსიების დაყენება და ბაზების აღდგენა საჭიროების შემთხვევაში;
- კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა;
- ოპერაციული სისტემებისა და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია პერსონალურ კომპიუტერებზე;
- პერსონალური კომპიუტერების ტექნიკური ზედამხედველობა;
- თანამშრომელთა დახმარება საჭიროების შემთხვევაში.

საჭირო კვალიფიკაცია:

- უმაღლესი განათლება (სპეციალობით – საინფორმაციო/ტექნიკური)
- სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება (MS Active Directory, Squid Web proxy - სისტემის მართვა და მონიტორინგი, VPN ქსელებთან მუშაობის გამოცდილება, ქსელურ აპარატურასთან (Routers, Switches) მუშაობის გამოცდილება)
- უცხო ენების (რუსული, ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი.

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს 2011 წლის 20 ივლისამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ  შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს “ენერგო-პრო ჯორჯია”-ში შემდეგ მისამართებზე:

- სათაო ოფისი, თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა 1
- აჭარის ფილიალი: ბათუმი, ბაგრატიონის ქ. 103

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს.  წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige