საიტზე დევს 278 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
თეგეტა მოტორსი  პროფკურორტი  შირნჰოფერი  ბანკი რესპუბლიკა  ალგანი  შ.პ.ს.   შ.პ.ს.  'პროსერვისი' 
შპს.   DMG WEST LINES  გუდვილი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  ქეა  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა 
თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  საქართველოს უნივერსიტეტი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  კავკასიის უნივერსიტეტი საგანმანათლებლო ცენტრი   ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  One World   
ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  აიელსი  Oxford House  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   P/T/G  ინგლისური ენის სახლი  კავკასიის აკადემიური ცენტრი 
   ვაკანსია:

პროექტის ზედამხედველი

   კომპანია:

ენერგო-პრო ჯორჯია

   განთავსებულია:  8 სექ. 2011
   ბოლო ვადა:  16 სექ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  vacancy@energo-pro.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

ენერგეტიკა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო.

ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 10 საშუალო ზომის ჰიდრიელექტროსადგურს.

კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70% ზე მეტს მოიცავს. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს 860 000 აბონენტს. იგი ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას.

სს  „ენერგო - პრო  ჯორჯია”  აცხადებს  კონკურსს  პროექტის ზედამხედველის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე.

ამოცანები და მოვალეობები:

    - გამრიცხველიანებისა და რეაბილიტაციის მიმდინარეობისას შესასრულებელი სამუშაოს ხარისხის შემოწმება–კონტროლი, ტექნიკური სპეციფიკაციით გათვალისწინებული სამუშაოების ხარისხისა და მოთხოვნების შესაბამისად

საჭირო კვალიფიკაცია:

    - უმაღლესი ტექნიკური განათლება
    - ელექტროდანადგარებთან მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება
    - კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
    - უცხო ენის ცოდნა (რუსული - სავალდებულო. ინგლისური– სასურველი)

სხვა მოთხოვნები:

    - კომუნიკაბელურობა
    - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
    - მაღალი მოტივაცია
    - გუნდური მუშაობის უნარი
    - საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მასშტაბით გამგზავრება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს 2011 წლის 16 სექტემბრამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს „ენერგო-პრო ჯორჯია”-ში შემდეგ მისამართზე: თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა №1

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს.  წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige