სს ''ენერგო-პრო ჯორჯია” ქვემო ქართლის ფილიალი აცხადებს კონკურსს წალკის მომსახურების ცენტრის - ოსტატის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე წალკაში.
მოვალეობები:
- ელ. დანადგარების მოწყობილობების, შენობა-ნაგებობების ტექნიკური მომსახურეობისა და სარემონტო სამუშაოების წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
- ტექნიკური და კომერციული დანაკარგების შემცირების ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- საექსპლუატაციო უბანზე პერიოდული ინსტრუქტაჟების, ავარიასაწინააღმდეგო და ხანძარსაწინააღმდეგო ვარჯიშების ჩატარება;
- საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოების წარმოება შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის, სახანძრო უსაფრთხოებისა და ტექნიკური ექსპლუატაციის წესების მოთხოვნათა მკაცრი დაცვით;
- და სხვა.
საჭირო კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება (სასურველია უმაღლესი ენერგეტიკული განათლება)
- შესაბამის სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი
- საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით გამგზავრება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე და შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს `ენერგო-პრო ჯორჯია”-ს მისამართზე: ქ. რუსთავი, რუსთაველის ქუჩა №20, 2011 წლის 10 ივნისის 18 საათამდე
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.