სს '' ენერგო-პრო ჯორჯია” აჭარის ფილიალი აცხადებს კონკურსს ბათუმი მომსახურების ცენტრის ტექნიკოსის თანამდებობაზე, სამ სრულ საშტატო ერთეულზე ბათუმში.
მოვალეობა-ვალდებულებანი:
- ინდივიდუალური აბონენტების ჩართვა-გამორთვის დროული წარმოება;
- მრიცხველების ჩვენებების წაკითხვის წარმოება დადგენილ ვადებში;
- წრედის გაუმართაობის, ავარიული მდგომარების, ელექტროენერგიის დატაცების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება, დარღვევის აქტის გაფორმება;
- მრიცხველების და აღრიცხვის კვანძების შემოწმება დამტკიცებული გრაფიკით;
- აბონენტებისათვის ქვითრების მიწოდება დადგენილ ვადებში.
საჭირო კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება
- შესაბამის სფეროში მუშაობისა და შესაბამის სფეროში გავლილი სტაჟირება ჩაითვლება უპირატესობად
- გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი
- საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით გამგზავრება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე და შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს `ენერგო-პრო ჯორჯია”-ს მისამართზე: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა #103, 2011 წლის 11 ივნისამდე 18 საათამდე
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა. მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.