თანამდებობის დასახელება: ზაჰესის მთავარი ინჟინერი
კომპანია: სს „ზაჰესი“
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2011 წლის 2 სექტემბერი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზაჰესი
სს "ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს ზაჰესის მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე.
ამოცანები და მოვალეობები:
- მოახდინოს ჰიდრო–ტექნიკური ნაგებობებისა და დანადგარ–მოწყობილობების პერიოდული შემოვლა დათვალიერება, აკონტროლოს მათი მუშაობა ნომინალური პარამეტრების დაცვის გზით, უსაფრთხოების ტექნიკის, ტექნიკური ექსპლუატაციის და საწარმოო ინსტრუქციების ზუსტი დაცვით.
- განახორციელოს ჰესის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებზე და მათ პერსონალზე საერთო ადმინისტრაციული და ტექნიკური ხელმძღვანელობა, მათი მეშვეობით უზრუნველყოს დანადგარ–მოწყობილობებისა და ჰიდროქექნიკური ნაგებობების სტაბილური და შეუფერხებელი მუშაობა.
- გაუწიოს ხელმძღვანელობა და კონტროლი ჰესზე დაშვებული ელექტროენერგიის გამომუშავების ყოველთვიური და წლიური გეგმების შესრულებას
- უშუალოდ გაუწიოს ხელმძღვანელობა შენობა–ნაგებობებისა და დანადგარ–მოწყობილობების შეკეთებისა და რეაბილიტაციის გეგმების შედგენას და წარადგინოს ზემდგომ ორგანოებში, მის განსახორციელებლად საჭირო დაფინანსების გამოყოფის მიზნით
საჭირო კვალიფიკაცია:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება
- ენერგეტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება
- რუსული ან ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
- მართვისა და ზედამხედველობის უნარი
- გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე და შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს `ენერგო-პრო ჯორჯია”-ს მისამართზე: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა #1, 2011 წლის 2 სექტემბრის 18 საათამდე
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.