თანამდებობის დასახელება: ჰიდრო ენერგო დეპარტამენტის მზომი ხელსაწყოების და ავტომატიკის სპეციალისტი.
კომპანია: სს “ენერგო–პრო ჯორჯია“
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2011 წლის 16 სექტემბერი
სამუშაო ადგილი: ქ.ქუთაისი
სს “ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს მზომი ხელსაწყოების და ავტომატიკის სპეციალისტის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე.
ამოცანები და მოვალეობები:
- ჰიდროელექტროსადგურში ავტომატიზაციის სისტემისა და მზომი ხელსაწყოების, სარელეო დაცვის, ელექტრო ავტომატიკის და სიგნალიზაციის მონტაჟი, გამართვა, აღდგენა, რემონტი და ტექნიკური მომსახურბა.
- მოახდინოს ჰესში ახალი ელექტრო მოწყობილობების–ავტომატიკისა და საკონტროლო სისტემის, აგზნების სისტემის და ა.შ. მონტაჟი, გამართვა და ექსპლუატაციაში შეყვანა
- სამუშაოების შესრულების ხარისხის კონტროლი, მონტაჟისა და გამართვის შესაძლებლობებში აუცილებელი კორექტივების შეტანა, იმისთვის რომ მიღწეულ იქნეს სისტემის მუშაობის აუცილებელი პარამეტრები და მახასიათებლები, მათი რეგულირების მოხდენა
- ყველა სახის მზომი ხელსაწყოების და ავტომატიიზაციის მონტაჟის ორგანიზება და შესრულება მეთოდური და სხვა სახელმძღვანელო მასალებით, რომლებიც ეხება მონტაჟს და გამშვებ–გასამართ სამუშაოებს, და მათი ექსპლუატაციაში დროული შეყვანა
საჭირო კვალიფიკაცია:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება (ელექტრო განხრით, ავტომატიზაცია)
- ტექნიკურ ნახაზებთან მუშაობის უნარი
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა
- საოფისე პროგრამები, ასევე აუცილებელია AutoCad
- გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე და შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს “ენერგო-პრო ჯორჯია”-ს მისამართზე: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა #1, 2011 წლის 16 სექტემბრის 18 საათამდე
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.