სს ენერგო-პრო ჯორჯია აცხადებს კონკურსს იორის კასკადის მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე.
ამოცანები და მოვალეობები:
-მოახდინოს ჰიდრო–ტექნიკური ნაგებობებისა და დანადგარ–მოწყობილობების პერიოდული შემოვლა დათვალიერება, აკონტროლოს მათი მუშაობა ნომინალური პარამეტრების დაცვის გზით, უსაფრთხოების ტექნიკის, ტექნიკური ექსპლუატაციის და საწარმოო ინსტრუქციების ზუსტი დაცვით
-განახორციელოს ჰესის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებზე და მათ პერსონალზე საერთო ადმინისტრაციული და ტექნიკური ხელმძღვანელობა, მათი მეშვეობით უზრუნველყოს დანადგარ–მოწყობილობებისა და ჰიდროქექნიკური ნაგებობების სტაბილური და შეუფერხებელი მუშაობა
-გაუწიოს ხელმძღვანელობა და კონტროლი ჰესზე დაშვებული ელექტროენერგიის გამომუშავების ყოველთვიური და წლიური გეგმების შესრულებას
-უშუალოდ გაუწიოს ხელმძღვანელობა შენობა–ნაგებობებისა და დანადგარ–მოწყობილობების შეკეთებისა და რეაბილიტაციის გეგმების შედგენას და წარადგინოს ზემდგომ ორგანოებში, მის განსახორციელებლად საჭირო დაფინანსების გამოყოფის მიზნით
საჭირო კვალიფიკაცია:
-უმაღლესი ტექნიკური განათლება
-ენერგეტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება
-კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
-მართვისა და ზედამხედველობის უნარი
-გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე და შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს „ენერგო-პრო ჯორჯია”-ს მისამართზე: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა #1, 2012 წლის 12 მარტის 18 საათამდე
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.