სს „ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს იორის კასკადის ინჟინერ–ენერგეტიკოსის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე.
სამუშაო ადგილი: გარდაბნის რაიონი (საცხენისი ჰესი, სიონი, მარტყოფი)
ამოცანები და მოვალეობები:
- უზრუნველყოს ჰესის ელექტრო–ტექნიკური დანადგარების ნორმალური ექსპლუატაცია და უსაფრთხოების ტექნიკის წესების და საწარმოო ინსტრუქციების დაცვით განახორციელოს დანადგარების ექსპლუატაციაზე ტექნიკური ზედამხედველობა, მიაღწიოს ელექტრული ჯგუფის პერსონალის მეშვეობით დანადგარ–მოწყობილობების იმედიან და ეკონომიურ მუშაობას.
- მოახდინოს დანადგარ–მოწყობილობების შემოვლა–დათვალიერება, გააკონტროლოს პერსონალის მიერ მუშაობის რეჟიმის დაცვა, თანახმად ტექნიკური ექსპლუატაციის წესების და საწარმოო ინსტრუქციების დაცვით.
- ელ.ტექნიკური დანადგარ–მოწყობილობათა მუშაობაში დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო ღონისძიება მის აღმოსაფხვრელად.
ა) მოწყობილიბების ტექნიკურად სწორი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა
ბ) კაპიტალური და მიმდინარე რემონტების ორგანიზაცია და შესრულება
- გარემონტებული მოწყობილობების მიმდინარე საექსპლუატაციო გაზომვებისა და გამოცდების წარმოება
- მიმდინარე სამუშაოების დაგეგმარება და ანგარიშვალდებულება ელ.მოწყობილობებისა და ელ.დანადგარების პასპორტიზაციის წარმოება
საჭირო კვალიფიკაცია:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება (ელექტრული)
- სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება
- აუცილებელია რუსული ენის ცოდნა.
- გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი.
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე და შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს `ენერგო-პრო ჯორჯია”-ს მისამართზე: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა #1, 2011 წლის 20 ივნისის 18 საათამდე
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.