სს ''ენერგო-პრო ჯორჯიას” - აჭარის ფილიალი აცხადებს სტაჟირების გასავლელად, კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს, ბათუმის მომსახურეობის ცენტრის 0,4/6/10 კვ კაბელების სარემონტო ბრიგადის ელექტრიკოსის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, შეასრულოს ტექნიკოსის ფუნქციები ზედამხედველობის ქვეშ.
ვალდებულებები:
- გაეცნოს და იხელმძღვანელოს კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელი ინსტრუქციებით და სამართლებრივი აქტებით;
- დადგენილ ვადებში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის მიერ მათთვის მიცემული ყველა დავალება;
- ყოველდღიურად საკუთარი ხელმოწერით დააფიქსიროს გამოცხადება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, რომელზეც კონტროლს ახორციელებს კადრების განყოფილება.
მოთხოვნები:
სტაჟირების კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- სრული სშუალო განათლების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მეოთხე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე (სასურველია ტექნიკური განათლება);
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე, შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: ან ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები მისამართზე: ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა#103, 2011 წლის 17 ივნისამდე, 18სთ-მდე.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სამუშაო ადგილი და იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა. მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.