სს ''ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს წალენჯიხის მომსახურების ცენტრში, ბილინგის მენეჯერის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე წალენჯიხაში.
მოვალეობები:
- აბონენტებისათვის დარიცხვის წარმოება
- რეალიზაციის აღრიცხვის ანალიზი დანაკარგების აღმოჩენისა და შემცირების მიზნით
- მომხმარებლების დებიტორულ–კრედიტორული დავალიანების ანალიზი
- ბილინგის პროცედურების შესაბამისი შესრულება
- ბილინგის ოპერატორის საქმიანობის კონტროლი
- დადგენილი პროცედურების თანახმად სხვადასხვა რეპორტების შედგენა
- ბილინგის პროცესის მიმდინარეობის კონტროლი, მართვა და სხვა
საჭირო კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება
- მომსახურების ცენტრის ბილინგის სამსახურში მუშაობის გამოცდილება
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- საოფისე და ბილინგის კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი
- კომუნიკაბელურობა
- პასუხისმგებლობა.
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს 10.08.2011 –ის 18:00 საათამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე და შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს „ენერგო-პრო ჯორჯია”-ში შემდეგ მისამართზე:
სათაო ოფისი, თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა # 1;
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.