შპს ”ემბავუდ ჯორჯია” აცხადებს ვაკანსიას ელექტრომექანიკოსის პოზიციაზე
აუცილებელი მოთხოვნები:
- ასაკი: 25-40 წლის მამაკაცი
- უმაღლესი საინჟინრო-ტექნიკური განათლება
- ქართული და რუსული ენების ცოდნა (ინგლისური ენის ცოდნა სასურველია)
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
- სამუშაო გამოცდილება 2 წელი სპეციალობით
წარმოების მუშაობის სპეციფიკისა და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოების ცოდნა. ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, ექსპლუატაციის, ტექნიკური მომსახურების და დანადგარების შეკეთების უნარი.
პიროვნული თვისებები:
კომუნიკაბელურობა, სიახლის სწრაფად ათვისების უნარი, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა, ინიციატივის გამოვლენის უნარი, შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა, დისციპლინირებულობა.
პირობები: 6 დღიანი სამუშაო გრაფიკი, სამუშაო ცვლებში.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV რუსულ ენაზე ელ.მისამართზე 2011 წლის 15 სექტემბრამდე.
ან მოგვმართეთ: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ.37