სს''ელიტ ელექტრონიქსი'' აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ბათუმში
სს "ელიტ ელექტრონიქსი" საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ფუნქციონირებს 1996 წლიდან. კომპანიის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ტელევიზორების, აუდიო და ვიდეო ტექნიკის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, მობილური ტელეფონების და კომპიუტერული ტექნიკის საცალო და საბითუმო ვაჭრობა.
მოვალეობები:
- ნაშთების შემოწმება კონტროლი
- გაყიდული ნივთის მოდელის ფასის გადამოწმება
- გაყიდული ნივთის გატარება
- ჩეკის ამორტყმა
- ზედნადების გამოწერა
- ანგარიშფაქტურების გამოწერა
- მიღება-ჩაბარებების აქტის გამოწერა
- საგარანტიოს გამოწერა განვადების შემთხვევაში
- შედარებების გამოწერა
- საწყობთან კონტაქტი, მისამართების გადაცემა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- 1 წლიანი გამოცდილება
- ინგლისური, რუსული ენების ცოდნა
- სავალდებულოა ბუღალტერიის საწყისების ცოდნა
ანაზღაურება:
- გამოსაცდელი ერთ თვიანი უხელფასო სტაჟირება
- შემდგომი ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებიდან გამომდინარე.
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა: 7 აგვისტო
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე - და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.