სს "ელიტ ელექტრონიქსი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
მოვალეობები:
- ორგანიზება უნდა გაუწიოს მაღაზიაში საქონლის განთავსებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; დისპლეის პროდუქციის სწორ და ეფექტურ განლაგებას
- მაღაზიის საწყობიდან პროდუქციის დისპლეის ადგილზე დროული და სრულყოფილი წარმოდგენა
- მონიტორინგის წარმოება პროდუქციის მარაგებზე; მათი გამოლევის ან კრიტიკული მინიმუმის ზღვარზე დასვლისას შეატყობინოს უშუალო ხელმძღვანელს
- უნდა მართოს სასაქონლო მარაგების და ასორტიმენტის ეფექტური განაწილება მაღაზიაში
- უნდა აკონტროლოს და საჭიროების შემთხვევაში, პირადად გაუწიოს მომხმარებელს სრულყოფილი მომსახურება, კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
- უნდა აკონტროლოს ჩაცმულობის, გარეგნული იერის და ქცევის წესების დაცვა, კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
- ხელი უნდა შეუწყოს თანამშრომლებს პროდუქციის ცოდნის დონის ამაღლებაში, საჭიროების შემთხვევაში
- უნდა აკონტროლოს მაღაზიის ინტერიერისა და სისუფთავის დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკურ დარგში
- სასურველია შესაბამის თანამდებობაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
- "Excel"-ში მუშაობის გამოცდილება.
- დეტალების მიმართ დაკვირვებულობა.
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა.
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: 2011 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითოთ, თუ რა ვაკანსიაზე აგზავნით მონაცემებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მონაცემები არ მიიღება.