სს "ელიტ ელექტრონიქსი" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე თბილისსა და ბათუმში.
ფუნქცია/მოვალეობები:
-ახალი კორპორატიული მომხმარებლის მოძიება
-პოტენციური მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება
-პროდუქციის რეალიზაცია
-კორპორატიულ მომხმარებელთა საინფორმაციო ბაზის შექმნა
-უკვე არსებულ და ახალ მომხმარებელთან მუდმივი კონტაქტი.
მოთხოვნები:
-სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
-სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
-შრომისმოყვარეობა
-პრეზენტაბელურობა
-კომუნიკაბელურობა
-გუნდური მუშაობის უნარი
-მოლაპარაკების წარმოების უნარი
-ინოვატორულობა და კრეატიულობა
-პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე: 2012 წლის 13 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, საკითხის გრაფაში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი პოზიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი მონაცემები არ განიხილება.