ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სამუშაოდ იწვევს დაინტერესებულ პირებს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობებზე:
- Web-დეველოპერის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- HTML, CSS, JavaScript(framework - jquery);
- PHP ან Java;
- WEB სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
- ASP.net ტექნოლოგიებთან, MS SQL და Oracle-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
- სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში - 2 წელი;
- ამოცანის განსახორციელებლად საჭირო ვადის დადგენა და მისი დაცვის უნარი;
- ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, დისციპლინურობა, მუშაობის უნარი როგორც გუნდში, ასევე დამოუკიდებლად;
- ინგლისური ენის ცოდნა.
ანაზღაურება დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე და უნარებზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ვებ-გვერდებისა და ვებ-აპლიკაციების შექმნა და ცვლილებები;
- სამუშაოს დაგეგმილ ვადებში შესრულების უზრუნველყოფა;
- უსაფრთხოების დაცვა;
- ახალ პროექტებში მონაწილეობა;
- გუნდური მუშაობის პრინციპის დაცვა.
- სისტემის ადმინისტრატორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- Windows Server 2003-2008, Active Directory-ის, DNS, DHCP, WINS, SharePoint , Microsoft Exchange Server გამართვის და ადმინისტრირების გამოცდილება;
- Linux-ზე სხვადასხვა სერვისების ინსტალაცია და ადმინისტრირება;
- Windows-ის და Linux-ის ოპერაციული სისტემების ბაზაზე კლასტერული გადაწყვეტილებების შექმნა;
- VMware ESX-ის გამართვის და ადმინისტრირების გამოცდილება;
- Blade სისტემის ადმინისტრირებისა და მხარდაჭერის გამოცდილება;
- SAN-ის კონფიგურირების და ადმინისტრირების გამოცდილება;
- Windows Server 2003 (MCSA an MCSE) ან Windows Server 2008-ის (MCITP ან MCTS) სერთიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად;
- სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში - 2 წელი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი;
- კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
- სამინისტროს სერვერებისა და ელექტრონული სერვისების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- სერვერების დატვირთვების კონტროლი;
- სარეზერვო ასლების შექმნა და ასლებიდან აღდგენის უზრუნველყოფა;
- უსაფრთხოების დაცვა;
- მომხმარებლების უფლებების განსაზღვრა;
- ახალ პროექტებში მონაწილეობა;
- გუნდური მუშაობის პრინციპის დაცვა.
ანაზღაურება დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე და უნარებზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ არჩეულ კანდიდატებთან. შერჩევის პროცესი განხორციელდება ორ ეტაპად - CV-ების გადარჩევა და გასაუბრება.
მსურველებს გთხოვთ, CV გამოგზავნოთ ელ. მისამართზე: 2011 წლის 8 ივლისიდან 2011 წლის 17 ივლისის ჩათვლით. აუცილებელია მიეთითოს პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. პოზიციის მითითების გარეშე, განაცხადი არ განიხილება.