შპს "ეი-ბი-სი ფარმაცია" ატარებს კონკურსს გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის შესყიდვისა და მონტაჟის მიზნით და იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს მონაწილეობის მისაღებად.
შესყიდვის ობიექტია:
-საქართველოს ტერიტორიაზე შპს "ეი-ბი-სი ფარმაციას" კუთვნილი აფთიაქების აღჭურვის მიზნით, გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის (კამერის) შესყიდვა - 10 ცალი;
-სამონტაჟო სამუშაოების ჩატარება.
გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვადეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრები/ მახასიათებლები:
ა) კამერის გარჩევადობა: 3 მეგაპიქსელი (2048x1536 QXGA);
ბ) მგრძნობელობა: 0 ლუქსი აქტიური განათების შემთხვევაში (0.1 აქტიური განათების გარეშე);
გ) დაფარვის ზონა: შესაძლებელი უნდა იყოს შენობის ძირითადი და სათადარიგო შესასვლელების 20-მეტრიანი რადიუსის ფართობის თვალთვალი;
დ) ჩანაწერის გარჩევადობა: არანაკლებ 3 მეგაპიქსელი (2048x1536 QXGA), არანაკლებ 5 კადრი წამში. დღე-ღამის რეჟიმში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ადამიანის (ობიექტის) ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას;
ე) აპარატურას უნდა გააჩნდეს ISO სერტიფიკატი.
ვ) ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული მონაცემების (ინფორმაციის) მიღება შესაძლებელი უნდა იყოს ციფრული ვიდეოჩამწერიდან (DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით). ვიდეო ან/და ფოტო ჩამწერს ასევე უნდა გააჩნდეს ინტერფეისი გამოსახულების რეალურ დროში საყურებლად.
საქონლის მიწოდების და სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) კვირის ვადაში.
დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და საკონკურსო განაცხადი (დახურულ კონვერტში, ქართულ ენაზე) უნდა წარმოადგინონ 2012 წლის 10 თებერვალს, 10-დან 15 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, სანაპიროს 10ა. დაგვიანებით შემოსული განაცხადები განხილვას არ ექვემდებარება და გაუხსნელად უბრუნდება წარმომდგენ პირებს.
საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:
ა) შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები);
ბ) სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
გ) ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ.
ყველა საკვალიფიკაციო მონაცემი წარმოდგენილი უნდა იქნეს ორიგინალის ან ნოტარიულად დამოწმებული ასლის სახით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა ქვეკონტრაქტორთან ერთად, იმ პირობით, რომ ქვეკონტრაქტორიც გაივლის საკვალიფიკაციო შეფასებას ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინებით.
კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით გაიმართება ზეპირი ვაჭრობა, ფასის კლებადობის პრინციპის დაცვით. ზეპირი ვაჭრობის ჩატარების ადგილი და დრო: ქ. თბილისი, სანაპიროს 10ა, 2012 წლის 10 თებერვალი, 17სთ.
შენიშვნა: პროცედურაზე დაიშვებიან პირები, რომელთა სატენდერო წინადადებები გაივლიან შერჩევას და დაიშვებიან შეფასებაზე. კონკურსში მონაწილეებს წერილობით ეცნობებათ დამატებით.
კონტრაქტის გაფორმებისას გამოყენებული იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის (ხელშეკრულების 1%-ის ოდენობით) მექანიზმი, საბანკო გარანტიის ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტიის სახით.
კონკურსში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.
დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი პირისაგან:
ზოია კალანდაძე
მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს 10ა
ტელ : (995 32) 2 911900, 597 229598
ელფოსტა: