მარკეტინგული კვლევისა და კონსულტაციის კომპანია "ეისითი" იწვევს პროფესიონალ, განვითარებაზე ორიენტირებულ და გამოცდილ პირებს შერჩევის სპეციალისტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.
მდებარეობა: თბილისი.
სამუშო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტებთან კომუნიკაცია შერჩევის დიზაინთან დაკავშირებით;
- შერჩევის დიზაინის შემუშავება/აღწერა/დოკუმენტაციის მომზადება:
- შერჩევის მეთოდის განსაზღვრა;
- შერჩევის მოცულობის განსაზღვრა;
- ცდომილებისა და საიმედოობის განსაზღვრა;
- შერჩევის კრიტერიუმების კვლევის მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანა;
- შერჩევის მეთოდოლოგიის განხორციელებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება (აღწერის ფურცლები, არგამოპასუხების სტატუსების დაფიქსირება, საბოლოო რესპონდენტის შერჩევის ტექნიკის სრული აღწერა და სხვა).
- შეწონვის მეთოდოლოგიის აღწერა;
- მონაცემთა სწორი ანალიზისთვის საჭირო შეფასებების მეთოდოლოგიის შემუშავება;
- სრული დოკუმენტაციის მომზადება დაგეგმილ/უკვე განხორციელებულ პროცედურებზე;
- კონკრეტული შერჩევის ტექნიკური განხორციელება;
- მონაცემთა შეწონვისთვის საჭირო მოსაპოვებელი ინფორმაციის საკითხებად ჩამოყალიბება და გამოკვლევის ინსტრუმენტში ჩადებული კითხვების მართებულობის ავტორიზაცია;
- კვლევის შედეგების ცდომილების, საიმედოობისა და შეფასებების სიზუსტის გათვლების წარმოება;
- შერჩევის განხორციელებისთვის საჭირო მონაცემთა ბაზების მოწესრიგება/მუდმივი განახლება;
- შერჩევის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაციის წყაროებთან (საქსტატი, სამინისტროები, ცესკო თუ სხვა) კომუნიკაცია, მოთხოვნების ფორმირება და ინფორმაციის მისაღებად საჭირო პროცედურების განხორციელება.
მოთხოვნები:
- მაგისტრის ხარისხი სტატისტიკის, მათემატიკის, ალბათობის ან მონათესავე მათემატიკური დისციპლინების მიმართულებით;
- შერჩევის განხორციელების მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება (ან 5 განხორციელებული პროექტი)
- სტატისტიკური დამუშავების ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფის სიღრმისეული ცოდნა;
- აუცილებელია სტატისტიკური პაკეტის "SPSS" ცოდნა; სასურველია ფლობდეს "STATA"-ს ან რომელიმე სხვა სტატისტიკური დამუშავების პაკეტს.
- მონაცემთა ბაზების მართვის სისტემებში მუშაობის გამოცდილება. მონაცემთა დამუშავების ტექნიკური უნარები;
- პროფესიული ინგლისურის სრულყოფილი ფლობა, როგორც სალაპარაკო, ასევე წერითი;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებისადმი ყურადღება;
- გუნდში მუშაობის უნარი.
კანდიდატის შერჩევის წესები:
- კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს CV ფოტოსურათით. (დოკუმენტი #1)
- კანდიდატმა უნდა აღწეროს მის მიერ განხორციელებული შერჩევის ორი შემთხვევა. უნდა მიუთითოს, თუ რა პროექტი განახორციელა, ვისთან განახორციელა, როდის განახორციელა და განხორციელებული სამუშაოს მოკლე აღწერა (არაუმეტეს ნახევარი გვერდისა). (დოკუმენტი #2)
- კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს ნახევარი გვერდისა) და დააფიქსიროს მისთვის მისაღები სახელფასო განაკვეთი სრული საშტატო ერთეულის შემთხვევაში (დოკუმენტი #3)
- კანდიდატმა CV-ში უნდა ჩაწეროს ორი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაცია. რეკომენდატორებიდან ერთ-ერთი აუცილებლად უნდა იყოს მის მიერ განხორციელებულ პროექტში ჩართული პასუხისმგებელი პირი.
- პირველ გასაუბრებაზე დაბარებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინოს მის მიერ განხორციელებული ორი შერჩევის სრული აღწერა.
- საბოლოოდ შერჩეული კანდიდატი გამოვლინდება განმეორებითი გასაუბრების საფუძველზე.
კანდიდატის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სამივე დოკუმენტი სრულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი კანდიდატურა არ განიხილება!
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ ინფორმაცია მისამართზე: არა უგვიანეს 2011 წლის 25 ნოემბრისა. გთხოვთ, ელფოსტის საგნის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "Sampling Specialist". წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.