მარკეტინგული კვლევისა და კონსულტაციის კომპანია ”ეისითი" იწვევს ნიჭიერ, ინტერესიან და შრომისმოყვარე ახალგაზრდებს რაოდენობრივი კვლევების ანალიტიკოსის ვაკანსიაზე.
მუშაობის დაწყების თარიღი: მაქსიმალურად სწრაფად.
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტის მენეჯმენტი - დაგეგმარება და მართვა
- დამკვეთებთან კომუნიკაცია
- კვლევის ინსტრუმენტის შემუშავება
- მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი
- კვლევის საბოლოო ანგარიშის მომზადება
- კვლევის შედეგების პრეზენტაცია
- პროექტის ფარგლებში საჭირო დოკუმენტაციის წარმოება
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ნებისმიერი, პრიორიტეტი მიენიჭება მარკეტინგი, სოციოლოგია / ფსიქოლოგია, მათემატიკა, სტატისტიკა / ეკონომიკა)
- ასაკი: 22-დან 35 წლამდე
- აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Power Point, Outlook)
- აუცილებელია სტატისტიკური პაკეტის SPSS-ის ცოდნა
- აუცილებელია ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის დონეზე
- აუცილებელია მათემატიკის საბაზისო ცოდნა
- სამუშაო გამოცდილება მარკეტინგში ან მარკეტინგულ კვლევებში
საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
- საზოგადოებრივი აზრის / მარკეტინგული კვლევის მიმართ ინტერესი
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- სწრაფად მუშაობის / დროის ეფექტიანად მართვის უნარი
- მოტივირებულობა
- ორგანიზებულობა
- კარგი კომუნიკაციური უნარები
ანაზღაურება: ყოველთვიური ფიქსირებული ხელფასი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV (ფოტო სურათით) მისამართზე: არა უგვიანეს 2011 წლის 26 სექტემბრისა.
გთხოვთ ვაკანსიის დასახელება მიუთითოთ ელფოსტის საგნის (Subject) ველში.