მარკეტინგული კვლევების და კონსულტაციის კომპანია "ეისითი" იწვევს ნიჭიერ, განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ პროფესიონალებს პროექტების კოორდინატორის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
- თვისებრივი კვლევის საველე სამუშაოების გეგმის შემუშავება;
- სამუშაოების ორგანიზება, წარმართვა და კონტროლი;
- პროექტის ბიუჯეტის შედგენა და კონტროლი;
- პროექტის მიმდინარეობის მართვა;
- საპროექტო გუნდის მართვა და შეფასება;
- კომუნიკაცია დამკვეთთან;
- დოკუმენტაციის მომზადება, მართვა და არქივირება.
საკვალფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება სასურველია მენეჯმენტში ან მონათესავე სფეროში;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) სრულყოფილად ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების საბაზისო ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებისადმი ყურადღება;
- პროცესებისა და პერსონალის მართვის უნარი;
- დროის ეფექტურად განაწილების და სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- კოლეგიალურობა და გუნდში მუშაობის უნარი;
- ასაკი: 25-50 წელი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: არაუგვიანეს 2011 წლის 11 დეკემბრისა.
გთხოვთ, ელ-ფოსტის თემის (subject) გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "Project Coordinator." წინაამდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.