კომპანია "ეიბისი" სამუშაოდ იწვევს ჰიგიენური პროდუქციის ბაზარზე შესაყვანად მამაკაცებს, რომელთაც აქვთ სურვილი იმუშაონ დისტრიბუტორის თანამდებობაზე ქალაქ თბილისში (2 ვაკანსია).
მოთხოვნები:
- დისტრიბუტორად მუშაობის გამოცდილება (სასურველია ჰიგიენის განხრით).
- კომუნიკაბელურობა და გამართული მეტყველება.
- ახალი ობიექტების ათვისების უნარი.
- სასურველია ERP სისტემასთან და Pocket PC-ით რეალიზაციის გამოცდილება.
- მინიმალური ბუღალტრული განათლება საბუთებთან სამუშაოდ.
- დეპოზიტზე შემოსატანი საგარანტიო თანხა 5,000 ლარი სავალდებულოა. (საგარანტიო თანხის მომსახურებისთვის საჭირო თანხა დაიფარება კომპანიის მიერ).
- მართვის მოწმობა.
ჩვენი პირობები:
- სარეალიზაციო პროდუქცია: ჰიგიენური და სარეცხი საშუალებები.
- პუნქტუალურობას მიენიჭება განსაკუთრებული ყურადღება.
გამოსაცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია:
- ფიქსირებული ხელფასის ზრდა
- დაზღვევა
- საპენსიო ფონდი
- მრავალშვილიანებისთვის დამატებითი შეღავათები
- მომზადება როგორც გაყიდვებში, ასევე საფინანსო საქმეში.
- შაბათი: სამუშაო დღე.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (800 ლარი) და გამომუშავებით მიღებული დანამატი (გადაჭარბებული თანხის 1.2%). დამატებითი დეტალები ცნობილი იქნება გასაუბრების პერიოდში.
ყურადღება:
- კანდიდატი უნდა იყოს ფიზიკურად ჯანმრთელი. კანდიდატმა, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეძლოს 10-დან 20 კგ-მდე პროდუქციის გადატანა მოკლე მანძილზე.
- ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს ნასამართლეობის ცნობა და ცნობა ნარკოლოგიურიდან.
- სასურველია საკუთარი სატვირთო ("ფორდ ტრანზიტის" ტიპის) ან მსუბუქი ავტომობილის არსებობა.
- სასურველია 2 რეკომენდატორის არსებობა.
ავტობიოგრაფიის ფორმით გამოაგზავნეთ შემდეგი მონაცემები და შეკითხვები:
- თქვენი სრული საკონტაქტო ინფორმაცია.
- ოჯახური მდგომარეობა
- უმაღლესი განათლება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- სამუშაო გამოცდილება
ელექტრონულ მისამართზე: