კომპანია შპს ”ევროტექნიკს ჯორჯია” აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება ფინანსების განხრით
-სასურველია გავლილი ქონდეს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ბუღალტერიაში
-სამუშაო პროგრამების: Orice და 1C ცოდნა აუცილებელია
-MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა;
აუცილებელი უნარები:
-ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
-გუნდური მუშაობის უნარი
-პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
სამუშაო მოვალეობები:
-კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
-პირველადი მონაცემების საბუღალტრო აღრიცხვა შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე
-მთავარი ბუღალტრის დახმარება დეკლარაციების მომზადების დროს
-ბანკის პლასტიკური გადახდებისა და განვადებების ჩარიცხვების კონტროლი
-განყოფილების მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით წინადადებების და შეხედულებების მომზადება
-ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა
-საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზემოთ ჩამოთვლილ ძირითად მოვალეობებს შესაძლებელია დაემატოს სხვადასხვა დამატებითი მოვალეობები
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოდ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ შეავსოთ ატვირთული აპლიკაცია და გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე არაუგვიანეს 25 დეკემბრისა, 2011 წლის;
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზედაც აგზავნით თქვენს განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.