კომპანია "ევროტექნიკს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯრის პოზიციაზე.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: ორი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მაღლესი განათლება მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
- საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ტექნიკური მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ფლობა;
- საყოფაცხოვრებო ტექნიკის საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
- MS Office - ის მაღალ დონეზე ცოდნა;
ძირითადი ფუნქციები:
- კომპანიის სასაქონლო მატერიალური მარაგების ეფექტური მართვა შესყიდვების განხორციელება და კომპანიის ქსელში გაყიდვების სტრატეგიული დაგეგმვა;
- პოტენციური მომწოდებლების მოძიება;
- ფასების პოლიტიკის შემუშავება და მართვა;
- მომწოდებლებთან ყველა ტიპის დოკუმენტაციის ადმინისტრირება და მართვა;
- შესყიდული საქონლის ხარისხიანობის და შეკვეთებთან იდენტურობის კონტროლი;
- შეკვეთების გეგმების შემუშავება, ყოველთვიურ რეალიზაციებზე და სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით;
- გაყიდული და შესყიდული საქონლის რაობის ამსახველი ანგარიშების მომზადება;
აუცილებელი უნარები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ტრესულ გარემოში ადაპტირების უნარი;
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: არაუგვიანეს 2011 წლის 19 სექტემბრისა.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზედაც აგზავნით თქვენს განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.