საერთაშორისო ორგანიზაცია "ევროპული ცენტრი" იწყებს მსურველთა საბუთების მიღებას ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელ პროგრამაზე.
მოსამზადებელი პროგრამა მოიცავს (მომზადებას პროფესიულ ნაწილში):
-საკონსტიტუციო სამართალი;
-სამოქალაქო სამართალი;
-სამოქალაქო სამართლის პროცესი;
-ადმინისტრაციული სამართალი;
-სამეწარმეო სამართალი;
-ნოტარიატი.
სასწავლო კურსის გავლით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
-უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის ასლი;
-პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
-კურსის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (იხილეთ საბანკო რეკვიზიტები).
საბუთების მიღება I მოსამზადებელ ჯგუფზე წარმოებს 2012 წლის 18 იანვრის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
სწავლება დაიწყება 2012 წლის 20 იანვრიდან.
მეცადინეობები ჩატარდება ყოველ დღე, საღამოს საათებში (ინტენსიური კურსის ფარგლებში).
II მოსამზადებელი ჯგუფის საბუთების მიღება მიმდინარეობს 2012 წლის 10 თებერვლამდე (ვრცელი კურსი).
კურსის ხანგძლივობა (ორივე შემთხვევაში - ინტენსიური და ვრცელი) არის 60 საათი.
მთლიანი კურსის ღირებულება არის 550 ლარი.
კურსს უძღვებიან ევროპული ცენტრის მიერ მოწვეული, დარგის საუკეთესო სპეციალისტები.
ჩამოსატვირთი დოკუმენტები:
-საბანკო რეკვიზიტები
-საგამოცდო თემატიკა
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ტელ: (+995 32) 2 238234, 2 147270, 2 332419, 599 334700
ელ-ფოსტა:
ვებ-გვერდი:
ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ.13 (ქუთაისის უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნება "ევროპული ცენტრის" ოფიციალური წარმომადგენლობა)
ტელ: (+995 431) 236060, 599 334700
გამოცდები ტარდება საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში:
პირველი ეტაპი: ზოგადი უნარ-ჩვევები - 11 თებერვალს.
მეორე ეტაპი: პროფესიული ტესტი - 18 თებერვალს.