საიტზე დევს 285 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 18:53
RSS
შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  თეგეტა მოტორსი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  ალგანი  ქეა  ბანკი რესპუბლიკა 
თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შირნჰოფერი  შ.პ.ს.   პროფკურორტი  DMG WEST LINES  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი) 
კავკასიის უნივერსიტეტი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  Oxford House  საქართველოს უნივერსიტეტი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  P/T/G ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  One World   თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  
კავკასიის აკადემიური ცენტრი  აიელსი  საგანმანათლებლო ცენტრი   გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ინგლისური ენის სახლი 
   ვაკანსია:

სრული, ასოცირებული, ასისტენტ-პროფესორი

   კომპანია:

ევროპული უნივერსიტეტი

   განთავსებულია:  23 აგვ. 2011
   ბოლო ვადა:  24 ოქტ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

განათლება/სწავლება

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

„ტურიზმის მენეჯმენტის, რეგიონალური განვითარებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ევროპული უნივერსიტეტის“ აცხადებს კონკურსს სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.

კონკურსი ცხადდება:
- სრული პროფესორის 1 საშტატო,
- ასოცირებული პროფესორის 5 საშტატო
- ასისტენტ–პროფესორის 9 საშტატო ერთეულზე.

სპეციალობათა შესაბამისობისათვის იხილეთ თანდართული სასწავლო გეგმები.
დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვრება 2011 წლის 22 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით. კონკურსის შედეგები გამოცხადდება 24 ოქტომბერს.

აკადემიური თანამდებობის დაკავების პირობები:
- სრულ  პროფესორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირმა, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
- ასოცირებული პროფესორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირმა, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
- ასისტენტ-პროფესორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს დოქტორმა ან დოქტორანტმა.
- აკადემიური თანამდებობის  დაკავება ხდება ოთხი წლის ვადით;

აკადემიურ თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1.    სრული და ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დაკავების მსურველი კონკურსანტი ვალდებულია წარმოადგინოს:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე სკოლის (ფაკულტეტის) და საძიებელი აკადემიური თანამდებობის მითითებით;
- უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული კონკურსანტის ანკეტა (შევსებული);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- 2 ფოტოსურათი;
- დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ცნობა სადოქტორო დისერტაციის დაცვის შესახებ;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- გამოქვეყნებული შრომების სია;
- სილაბუს(ებ)ი უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის ფარგლებში;

2.    ასისტენტ–პროფესორის თანამდებობის დაკავების მსურველი კონკურსანტი ვალდებულია წარმოადგინოს:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე საძიებელი აკადემიური თანამდებობის მითითებით;
- უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული კონკურსანტის ანკეტა (შევსებული);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- 2 ფოტოსურათი;
- დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სილაბუს(ებ)ი უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის ფარგლებში;

სრული და ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დაკავების მსურველმა კონკურსანტმა სასურველია წარმოადგინოს ინფორმაცია სამეცნიერო კონფერენციებსა და საგრანტო პროექტებში მონაწილეობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ასისტენტ–პროფესორის თანამდებობის დაკავების მსურველმა კონკურსანტმა  სასურველია წარმოადგინოს გამოქვეყნებული შრომების სია და მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მონაწილეობისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის ფორმები იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში; დამატებითი ინფორმაცია იხილეთ უნივერსიტეტის ელექტრონულ მისამართზე: www.euruni.ge სიახლეების განყოფილებაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მის: თამარ მეფის #18, თბილისი, საქართველო, 0112
ტელ: 294 53 46
ელ. ფოსტა:contact@euruni.ge

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige