კომპანიას "EBM General" ესაჭიროება სარეკლამო/გაყიდვების აგენტი.
მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
- პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე გრაფიკული პროგრამების ცოდნა ;
- კომუნიკაბელური, ინიციატივიანი, პუნქტუალური, მიზანდასახული, საზრიანი;
- საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვის და დოკუმენტებთან მუშაობის უნარი.
მოვალეობები:
- ბაზრის ანალიზი და მონიტორინგი
- მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი პროდუქტის პრომოუშენი
- კლიენტთა სრულფასოვანი კონსულტაცია და მათთან ეფექტური ურთიერთობის დამყარება;
- პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
- პოტენციური კლიენტებისათვის შეთავაზებების მომზადება;
- შიდა და გერე გაყიდვების ორგანიზება;
- კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
- ორიენტირებული გაყიდვების მუდმივ ზრდაზე;
- კლიენტთა მოთხოვნაზე მაქსიმალური ორიენტირებულობა;
- კოორდინირებული ურთიერთთანამშრომლობა შესყიდვების სამსახურთან;
- სტატისტიკის წარმოება;
- სხვა მოვალეობები პასუხისმგებლობის შესაბამისად.
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ ფოტოსურათიანი CV მისამართზე: . წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ "გაყიდვების აგენტი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.