საიტზე დევს 285 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 18:53
RSS
შპს.   WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  ქეა  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შ.პ.ს დიზაინ სითი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა 
'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  გუდვილი  შ.პ.ს.   შირნჰოფერი  პროფკურორტი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  თეგეტა მოტორსი 
მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  კავკასიის აკადემიური ცენტრი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  საგანმანათლებლო ცენტრი   ინგლისური ენის სახლი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  P/T/G სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ბიდისი აკადემია  აიელსი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  
საქართველოს უნივერსიტეტი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  კავკასიის უნივერსიტეტი  One World   ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  Oxford House 
   ვაკანსია:

ძირითადი/ჩამნაცვლებელი მზრუნველი - რუსთავი, წალენჯიხა

   კომპანია:

ევრიჩაილდი

   განთავსებულია:  2 სექ. 2011
   ბოლო ვადა:  16 სექ. 2011
   მდებარეობა:  სხვა
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სხვა

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

ორგანიზაციის "ევრიჩაილდ" საქართველოს ფილიალი აცხადებს კონკურსს მცირე საოჯახო ტიპის სახლის ძირითადი მზრუნველების ვაკანსიაზე რუსთავში და ძირითადი და ჩამნაცვლებელი მზრუნველების ვაკანსიაზე წალენჯიხაში .

მომსახურების აღწერა:

მცირე საოჯახო ტიპის სახლი წარმოადგენს ოჯახის ჩამნაცვლებელ მომსახურებას, რომლის მიზანია ოჯახურ გარემოს მოკლებული ბავშვები უზრუნველყოს საჭირო ზრუნვით. ბავშვები ცხოვრობენ სახლში სადაც მათზე მშობლის მსგავს ზრუნვას ახორციელებს ორი ძირითადი (დედობილ/მამობილი) და ორი ჩამნაცვლებელი (დეიდა/ბიძა) მზრუნველი.

სახლი ზრუნავს 8 ბავშვის (ასაკი 6-დან 18 წლამდე) ოჯახურ გარემოში აღზრდასა და განვითარებაზე. ასევე, იმ სასიცოცხლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ შემდგომ დამოუკიდებელ ცხოვრებას საზოგადოებაში.

დედობილი და მამობილი კვირის განმავლობაში ახორციელებენ ბავშვებზე ზრუნვას, ხოლო შაბათ-კვირას მათ ცვლიან ჩამნაცვლებელი აღმზრდელები - დეიდა და/ან ბიძა.

მზრუნველთა ძირითად მოვალეობებს წარმოადგენს:

-  ბავშვისათვის უსაფრთხო და მზრუნველი გარემოს შექმნა;
-  ბავშვის ღირსების, საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
-  ბავშვის ემოციური, ფიზიკური, ინტელექტუალური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა;
-  ბავშვზე ზრუნვა ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად.

კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს და გააჩნდეთ შემდეგი კვალიფიკაცია:

-  ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება;
-  სასურველია უმაღლესი განათლება;
-  კარგი ორგანიზაციული, ხელმძღვანელობის, დროის მართვის, პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევები;
-  კარგი კომუნიკაციის, კონფლიქტების გადაწყვეტის, გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
-  შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
-  ძირითადი აღმზრდელების შემთხვევაში შესაძლებლობა დასაქმდეს კვირაში 5 დღე 24 საათის განმავლობაში და ჩამნაცვლებელი აღმზრდელის შემთხვევაში დასაქმდეს შაბათ-კვირას 24 საათის განმავლობაში;
-  მოტივაცია დაიცვან ბავშვთა უფლებები;
-  ბავშვზე ზრუნვის საკითხებში პროფესიული განვითარების კურსის წარმატებით გავლა, (რომელსაც ორგანიზაცია "ევრიჩაილდ"-ის საქართველოს ფილიალის თანამშრომლები ჩაატარებენ ).

დაინტერესებულ პირებს აპლიკაციის შევსება ადგილობრივად შეგიძლიათ შემდეგ მისამართებზე:

რუსთავი - თბილისი, აბაშიძის N 37, მე-2 სადარბაზო, მე-3 სართული; საკონტაქტო პირი:
ეთერ პატარაია, ირინა სამხარაძე.
ტ: 2 224007; 2 913274

წალენჯიხა - წალენჯიხის რ-ნი, სალიას ქ. 4; სოციალური მომსახურების სააგენტოს წალენჯიხის რაიონული განყოფილება.
საკონტაქტო პირი: ნათია მიქავა.
ტ: 599 099356

დაინტერესებულ პირებს ასევე შეგიძლიათ ელექტრონულად შეავსოთ თანდართული ფორმა და გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: sgheverychild@gmail.com (ველში გთხოვთ მიუთითოთ ტერიტორიულად სად გნებავთ სამსახურის დაწყება).
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 2 224007; 2 913274.

ფორმის გამოგზავნის ბოლო ვადა: 16 სექტემბერი, 2011 წელი, 18:00 სთ.

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige