შპს დოკი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ-გამყიდველის თანამდებობაზე
მოთხოვნები:
- სასიამოვნო გარეგნული და პიროვნული თვისებები (უნარ-ჩვევები),გამართული მეტყველება;
- კლიენტთან ურთიერთობების ადვილად დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა,თავაზიანობა;
- სისხარტე, აქტიურობა, დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;
- კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ინგლისური და რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა (სასურველია);
მოვალეობები:
- მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
- ორიენტირებული იყოს მაღაზიების რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
- მყიდველებს გაუწიოს კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევაში და გადაწყვეტილების მიღებაში;
- შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- სასაქონლო ნაშთის სისწორეზე პასუხისმგებლობა.
პირობები:
- ხელფასი: ფიქსირებული 400 ლარი
- სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:30, სრული (კვირაში 6 დღე)
- ადგილმდებარეობა: თბილისი
- გამოსაცდელი ვადა 1 თვე
თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ამ მოთხოვნებს, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და გამოგზავნოთ საკუთარი მონაცემები (CV) ფოტო სურათთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე: წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
კომპანიის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გასაგებად შეგიძლიათ ესტუმროთ ვებ-გვერდს: