შპს დოკი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით);
- საგადასახადო აღრიცხვის, კანონმდებლობისა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების სრულყოფილი ცოდნა;
- ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
- სააღრიცხვო პროგრამა "ორის ბუღალტერიის" სრულყოფილი ცოდნა;
- სასურველია ACCA -ის სერთიფიკატი.
ძირითადი მოვალეობები:
- ბუღალტრული ოპერაციების კონტროლი (შესყიდვები, გაყიდვები);
- საბუღალტრო დარიცხვების და დოკუმენტაციის აღრიცხვის კონტროლი;
- ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური და და სტატისტიკური ანგარიშგებების მომზადება;
- კომპანიის ძირითადი საშუალებების აღწერა, აღრიცხვა, სისტემატიზაცია;
- სასაქონლო მარაგების აღრიცხვიანობის კონტროლი,შემდგომი ინვენტარიზაციების ჩატარება და ორგანიზება;
- ფულის ყოველდღიური მიმოქცევის, კრედიტორული და დებიტორული დავალიანებების კონტროლი; საგადასახადო დეკლარირება;
პირობები:
- ხელფასი: განისაზღვრება კანდიდატის განათლებისა და გამოცდილების შესაბამისად.
- სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:30, სრული (კვირაში 6 დღე)
- ადგილმდებარეობა: თბილისი
- გამოსაცდელი ვადა 2 თვე
თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ამ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ საკუთარი მონაცემები (CV) ფოტო სურათთან (3x4) ერთად, ელექტრონულ მისამართზე: და საგანში (subject) მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება „accountant” (ლათინური შრიფტით), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, დამატებითი ინფორმაცია ტელეფონით არ გაიცემა.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის გასაგებად შეგიძლიათ ესტუმროთ ვებ-გვერდს: