შპს "დი და ჯი" - "დანიური სახლი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობა:
- აწარმოოს პირველადი და ბიზნეს მოლაპარაკებები მომწოდებლებთან/პარტნიორებთან
- განახორციელოს შესყიდვები მსოფლიო ქვეყნების სხვადასხვა კომპანიებიდან.
- მსოფლიო ბაზარზე ახალი მომწოდებლების/პოტენციური პარტნიორების შესახებ ინფორმაციის მოძიება, და მათთან მოლაპარაკება.
- უზრუნველყოს შეკვეთების ტრანსპორტირების ორგანიზება და მონიტორინგი.
- დროულად მოამზადოს შესყიდვის დოკუმენტები პარტნიორებთან.
- პროდუქციის სარეალიზაციო ფასის განსაზღვრა
- მოამზადოს შესყიდვებთან დაკავშირებული სტატისტიკური ანალიზი, უზრუნველყოს მათი შედარებები.
- განახორციელოს ბაზარზე პროდუქციის ფასთა კვლევა და ანალიზი, ასევე წინასწარ განსაზღვროს და შეიმუშავოს გაყიდვების გეგმის სტრატეგია მარკეტინგის დეპერტამენტთან ერთად.
- სხვა დაკავშირებული ამოცანები.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება.
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება.
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა; სასურველია თურქული ენის ცოდნაც.
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; სასურველია 1C პროგრამის ცოდნა.
- დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული.
- სამუშაოს დაგეგმვის, კოორდინაციის, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (11:00 - 19:00).
ანაზღაურება: 640 ლარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით მისამართზე: 2011 წლის 20 ივლისამდე. გთხოვთ, ელფოსტის გამოგზავნისას მიუთითოთ პოზიციის დასახელება.