შპს "დემასი" აცხადებს ტენდერს ლოგოტიპის დიზაინის შექმნაზე.
საქმიანობის სფერო: საშუალო და საშუალოზე მაღალი კლასის სააბაზანო და სანიტარული ტექნიკით, შიდა და გარე მოსაპირკეთებელი მასალებით ვაჭრობა. (კერამიკული ფილა და კერამგრანიტი, როგორც შიდა ასევე გარე მოპირკეთებისათვის, წებოცემენტი, შემრევი ონკანები და აქსესუარები, აბაზანები ჰიდრომასაჟით და ჰიდრომასაჟის გარეშე, საშხაპე კაბინები, ლამინირებული იატაკი, შეკიდული ჭერი და ა.შ. (ყველაფერი, რაც საჭიროა აბაზანის მოწყობისა და მოპირკეთებისათვის)
ამჟამიდელი პოზიცია: საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე, კომპანია \"დემასი\", სავაჭრო ცენტრი \"იდეალი\"-ს სახით, არის ლიდერი, საშუალო და საშუალოზე მაღალი კლასის პროდუქციით, როგორც საბითუმო ასევე საცალო ვაჭრობაში.
ამჟამინდელი მდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრი. ამავე მისამართზე მიმდინარეობს ახალი შენობის მშენებლობა სავაჭრო ცენტრი \"იდეალი\"-ს გასაფართოვებლად.
მომავალი გეგმები:
- ახალი, თანამედროვე არქიტექტურის და უფრო კომფორტული სავაჭრო ცენტრის გახსნა (მშენებლობა უკვე მიმდინარეობს).
- სერვისის ხარისხის სრულყოფა.
- უფრო ფართო ასორტიმენტის მოსაპირკეთებელი და სამშენებლო პროდუქციით ვაჭრობა.
- გახადოს ცნობადი "იდეალი", როგორც ბრენდი.
სასურველი იმიჯი:
- კონკრეტულ სექტორში ლიდერის პოზიცია მაღალი მომსახურების სერვისით.
- პროდუქციის და ბრენდების ფართო არჩევანი.
დაკვეთის შინაარსი:
- სავაჭრო ცენტრი \"იდეალი\"-ს ლოგოს შექმნა.
- გრაფიკული დიზაინის, შესაბამისი შრიფტის და დაწერილობის შექმნა (\"იდეალი\"), როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.
დასაშვებია:
- ლოგოს ჩართვა წარწერაში \"იდეალი\".
- ლოგოს და წარწერა \"იდეალის\" ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შექმნა.
ესკიზების წარდგენა:
- წარმოდგენილი უნდა იყოს მაქსიმუმ სამი განსხვავებული დიზაინი.
- ნამუშევარი უნდა ჩაბარდეს ჩაწერილი CD-ROM-ზე, .CDR, .JPG და .PSD ფორმატებში.
- თითოეული ნამუშევარი ამობეჭდილი უნდა იყოს A4 ფორმატის ცარცის ქაღალდზე
- ესკიზების წარდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 1 სექტემბერი.
ჰონორარის ოდენობა: 3,000 ლარი.
საბოლოო ნამუშევრები: გამარჯვებულ პიროვნებასთან დაიდება ხელშეკრულება ლოგოს და წარწერის შექმნაზე. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ანაზღაურდება თანხა, რის შემდეგაც ლოგო და წარწერა ხდემა შპს \"დემასის\" საკუთრება და ყველა უფლება ლოგოზე და წარწერებზე გადადის კომპანია დემასზე.
საკონტაქტო პირი: მიხეილ რაზმაძე
ელ-ფოსტა: |
ტელ.: 2999921