შპს "დემასი" (კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია) აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
ანაზღაურება: საშუალო ხელფასი 800 ლარი, პლუს ჯანმრთელობის დაზღვევა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-9 კმ., სავაჭრო ცენტრი "იდეალი".
სამუშაო პირობები: სამუშაო საათები 09:00-დან 18:00-მდე. დასვენების დღე: კვირა. სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე.
სამსახურებრივი მოვალეობა: კლიენტების კონსულტაცია პროდუქციის შესახებ და მისი შემდგომი რეალიზაცია საგამოფენო დარბაზიდან.
აუცილებელი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი); კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; ქართული, რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (ინგლისური სასურველია). მიღებაზე განიხილება მამაკაცების კანდიდატურა 22-დან 30 წლის ჩათვლით.
პიროვნული თვისებები:
-კომუნიკაბელურობა;
-ანალიტიკური აზროვნება;
-ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
-დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
კარიერული ზრდის პერსპექტივა: ა) გაყიდვების მენეჯერი; ბ) შესყიდვების მენეჯერი (რუსული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობის შემთხვევაში).
სტაჟირების ვადა: 2 თვე; ანაზღაურება თვეში: 200 ლარი.
რეზიუმე გამოგზავნეთ ქართულ ენაზე.
საკონტაქტო პირი: კობა დიმიტრიშვილი
ელფოსტა:
ვებ-გვერდი: