შპს "დემასი" (კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია) აცხადებს ვაკანსიას აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე.
ანაზღაურება: ხელფასი 480 ლარს დამატებული ყოველთვიური ბონუსი, ჯანმრთელობის დაზღვევა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კმ., სავაჭრო ცენტრი "იდეალი"
სამუშაო პირობები: სამუშაო საათები 9:00-დან 18:00-მდე. დასვენების დღე: კვირა. სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე.
სამსახურებრივი მოვალეობა: საქონლის რეალიზაციის აღრიცხვის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: უმაღლესი განათლება - საფინანსო/ეკონომიკური (ბაკალავრის ხარისხი); კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; ქართული და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (ინგლისური სასურველია); მათემატიკური აზროვნება: ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი; კომუნიკაბელურობა; დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი. მიღებაზე განიხილება გოგონების კანდიდატურა 22-დან 30 წლის ჩათვლით.
სტაჟირების ვადა: 2 თვე; ანაზღაურება თვეში: 200 ლარი.
რეზიუმე გამოგზავნეთ ქართულ ენაზე.
საკონტაქტო პირი: კობა დიმიტრიშვილი.
ელფოსტა:
ვებ გვერდი: http://www.demasi.ge