სამშენებლო კომპანია "დელტა ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას მოცულობის რევიზორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ეტაპობრივი აზომვების ჩატარება
- ჩატარებული აზომვების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა
- ხარჯთაღრიცხვებთან და სამუშაოთა მწარმოებლის მიერ წარმოდგენილ საშემსრულებლო დოკუმენტებთან შედარება და შესაბამისი აქტების შედგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (შესაბამის სფეროში)
- შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის კარგი ცოდნა
- შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი.
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: 2011 წლის 10 დეკემბრამდე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ("მოცულობის რევიზორი"). წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.